ორგანიზაციის შესახებ

ისტორია

არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირისვანეთის ტურიზმის ცენტრი  შთჩ  დაარსდა 2006 წლის 30 ნოემბერს. კავშირი დაარსების დღიდან დღემდე სამთო ტურიზმის განვითარების მიმართულებით მუშაობს, ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს მესტიის საზოგადოების სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას სამთო-ტურიზმის განვითარების გზით. 

მისია და მიზნები

 კავშირის მიზნებია:
1.     სვანეთის რეგიონის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება      სამთო ტურიზმის განვითარების გზით;
2.     სვანეთის რეგიონის საზოგადოების თანამედროვე საბაზრო-ეკონომიკურ        პროცესებში ჩაბმის ხელშეწყობა;
3.     საზოგადოებრივი სექტორის განვითარების ხელშეწყობა;
4.     ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა-შენარჩუნებაზე    ზრუნვა;
5.     ბუნების დაცვა;
6.     სპორტის განვითარება.

მიმართულებები და საქმიანობები

კავშირის ძირითად მიმართულებას და საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ტურიზმის განვითარებისათვის ხელშეწყობის გზით, ეკონომიური და სოციალური პრობლემების გადაჭრისთვის ბრძოლა, საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების დონის ამაღლება




No comments:

Post a Comment